ჩემი სტატიები

სტატია: გამჭოლ კომპეტენციებზე ორიენტირებული გაკვეთილი

სამოდელო გაკვეთილის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ იგი უნდა განსხვავდებოდეს ყოველდღიური გაკვეთილებისგან და გვთავაზობდეს რამე სიახლეს, არასტანდარტულ, შემოქმედებით მიდგომას სწავლა-სწავლებაში.
ამჯერად ვისაუბრებ გაკვეთილის დაგეგმვაზე, რომელიც ორიენტირებულია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები, რომელთა განვითარება ხელს უწყობს თანამედროვე მსიფლიოში დამკვიდრებული XXI საუკუნის უნარების ფლობას.   თუმცა ასეთი ტიპის სწავლების დანერგვას სკოლებში გარკვეული სირთულეები ახლავს. კერძოდ, ერთ-ერთი მიზეზი სათანადო დამხმარე რესურსების სიმწირეა, რომლებიც მასწავლებლებს თავიანთ საგანში მოსწავლეთა შორის აღნიშნული კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარებოდა.
მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმიდან აყალიბებს იდეას, შემდეგ კი აანალიზებს საგნობრივი სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციების ურთიერთკავშირს. სტანდარტის ანალიზის შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს ხელმისაწვდომი რესურსები, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სახელმძღვანელოს მიღმაკომპიუტერული პროგრამები თუ სხვა ვიზუალური საშუალებები. შემდეგ კი იგეგმება გაკვეთილი. ამ დროს აუცილებლად უნდა გაირკვეს, რომელი კომპეტენციები აქვთ მოსწავლეებს უკვე განვითარებული და რა დონეზე, რადგან შეუძლებელია ერთი გაკვეთილის ფარგლებში რომელიმე ერთი კომპეტენციის სათანადოდ განვითარება.
წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შედგენილი  სამოდელო გაკვეთილის გეგმის და რეფლექსიას, რომელის   აქტივობები და  გამოყენებული რესურსები ორიენტირებულია: მედიაწიგნიერების, წიგნიერების,  სოციალურ  და სამოქალქო კომპეტენციის განვითარებაზე.
სრულად იხილეთ ბმულზე:

https://drive.google.com/file/d/1Mh1aJjN_1sCOvmiIgl_KrTLnf4XzZ9ce/view?usp=sharing




სტატია:Stop Motion – ანდროიდ აპლიკაციის გამოყენება  გაკვეთილზე


თანამედროვე სამყაროში წარმოუდგენელია მობილური მოწყობილობის გარეშე არსებობა.  უკვე დიდი ხანია იგი აღარ არის მხოლოდ სასაუბრო და ადამიანების კომუნიკაციის საშუალება. მას შემდეგ, რაც ტელეფონს ინტერნეტთან წვდომაც აქვს, მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ამ აპარატს მიეჯაჭვა.
ექიმებისა და მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ მობილურების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ფსიქოლოგები კი მასზე მიჯაჭვულობაზე საუბრობენ, რაც მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.   სმარტფონები, მობილურები,  ელ.წიგნები, პლანშეტები ეს ის ნივთებია, რომლებითაც თითქმის ყველა ვსარგებლობთ. ისინი კომფორტული და მოსახერხებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მობილური მოწყობილობის სწორად გამოყენება ვასწავლოთ, ამისათვის კი აუცილებელია მობილურის  გამოყენებით სასწავლო პროცესის პროდუქტიულობის  გაზრდის შესაძლებლობა  დავანახოთ. გარდა იმისა რომ, მობილურის ინტერნეტის გამოყენებით შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება,  არსებობს ანდროიდის აპლიკაციები, რომელთა გამოყენება სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს  ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას  და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას..
სრულად იხილეთ ბმულზე:
http://mastsavlebeli.ge/?p=20961&fbclid=IwAR3o-ajGuhO6hWAl_e3ol0G7sB30AedNGQVr4dbyZqmF82RKh4ULe-85AtU

სტატია: შემაჯამებელი ტესტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში



ხელოვნების ისტორიის გარკვეული ეპოქის ,  თემის შესწავლა-დამუშავების შემდეგ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს მოგვეთხოვება შემაჯამებელი დავალებების ჩატარება. შემაჯამებელი სამუშაოს  შედეგები  გვეხმარება  დავადგინოთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები,  გავიგოთ: რამდენადაა დაძლეული სასწავლო თემა, რამდენად წარმოჩინდა სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და/ან უნარ-ჩვევები სასწავლო წლის კონკრეტულ ეტაპზე.  აუცილებელია შემაჯამებელი  დავალებების  მრავალგვარი ფორმის გამოყენება , ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში:
„შემაჯამებელ დავალებათა  ტიპებია:
საკონტროლო/გამოცდა/ტესტირება/მაშტაბური ნამუშევარი/ გამოფენა/მოხსენება-რეფერატი (გარკვეული ეპოქის, შემოქმედის შესახებ).
ეროვნული სასწავლო გეგმაში  მითითებულია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:
  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, განვიხილავ ერთ კონკრეტულ მაგალითს:  VII კლასში,  რენესანსის და ბაროკოს ეპოქის შესწავლის შემდეგ, დავგეგმე შემაჯამებელი გაკვეთილი, მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ ორი განსხვავებული ეპოქის, ერთ თემაზე შექმნილი, ხელოვნების ნიმუშების შედარებითი ანალიზი. დავალება შევადგინე ღია ტიპის კითხვებით, რომელიც ალტერნატიულ პასუხებს არ შეიცავდა, მაგრამ დასმულ კითხვებზე ლაკონიური პასუხების გაცემას მოითხოვდა. ამ ტიპის ტესტები უფრო მეტად ამჟღავნებს მოსწავლის შესაძლებლობებს, ვიდრე დახურული კითხვებით შედგენილი ტესტები, რადგან არ ეძლევათ მზა პასუხებიდან არჩევის საშუალება. მოსწავლეებს კითხვაზე საპასუხოდ ადეკვატური ინფორმაცია უნდა გადმოეცათ  ლაკონიურად და ხელოვნების ტერმინოლოგიის გამოყენებით რენესანსისა და ბაროკოს ეპოქის ძირითადი მახასიათებლების შესახებ.  მსგავსი ტიპის ტესტებზე მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები: ორი  ეპოქის დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებზე მსჯელობის , შედარებითი ანალიზის უნარი, საკუთარი შეხედულების დასაბუთების უნარი.
შემაჯამებელი გაკვეთილის გეგმა

თემარენესანსი და ბაროკო
კლასიVII
მიზანი·                     მოსწავლის მიერ  ნამუშევრით აღძრული შთაბეჭდილების გაანალიზების, საკუთარი შეხედულების დასაბუთების  და მასში გადმოცემული განწყობილების ამოცნობისა და სხვა და სხვა ეპოქის სტილის ნიმუშების შედარებითი ანალიზის უნარის შემოწმება.
შეფასებაორი ეპოქის ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის შედარებითი ანალიზის უნარი და საკუთარი შეხედულების დასაბუთების უნარი.
მუშაობის ფორმაინდივიდუალური
რესურსისახელმძღვანელო, ტესტი , საწერი კალამი.
შემაჯამებელი სამუშაოს ფორმატესტური დავალება
ეროვნულ სასწავლო გეგმა , მისაღწევი შდეგები.ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
·           საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭ­დი­ლე­ბაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);
·           აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდი­ლებაზე დაყრდნობით);
·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
VII.11.       მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
·           ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
·           ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;
·           ასახელებს სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექ­ტუ­რის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
ს.გ.VII.12.  მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინარს ისტორიასთან და კულტურასთან.
·           მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ნამუშევრის შინაარსზე;
·           ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;


მოსწავლის შემაჯამებელი ტესტი
1.
2.
  1. ჯოვანი ბელინი. ჯვარცმა. 1455 წ.            
  2. რუბენსის. ჯვარცმა. 1620წ.

შეადარეთ გამოსახულებები ერთმანეთს:
  1. დაადგინეთ ხელოვნების ნიმუშების საერთო და განმასხვავებელი მხატვრული ნიშნები:
  • რა თემაზეა შექმნილი ხელოვნების ნიმუშებიხელოვნების რომელი დარგის ნიმუშებია წარმოდგენილი?
  • რომელი სახვითი საშუალებები და სახვითი ხერხებია ავტორების მიერ გამოყენებული აზრისა და იდეისგამოსახატად და/ან ხასიათის შესაქმნელად(5 ქულა)
  1. ხელოვნების თითოეული ნიმუში სტილური მახასიათებლების მიხედვით მიაკუთვნეთ ხელოვნებისისტორიის გარკვეულ პერიოდსდაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება(3 ქულა).
  2. გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება ხელოვნების ნიმუშების მიმართდაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება(2 ქულა).

შეფასების რუბრიკა
#მოსწავლის
სახელი და გვარი
კრიტერიუმები
შემაჯამებელი ქულა


აღწერს ნამუშევარს, აკეთებს ორი ეპოქის კონკრეტული ნიმუშის შედარებით ანალიზსხელოვნებისთითოეული ნიმუშისტილურიმახასიათებლებისმიხედვით
ხელოვნებისისტორიისგარკვეულიპერიოდისმიკუთვნება . მოსაზრებისდასაბუთება.
ხელოვნების ნიმუშების მიმართ ასაბუთებს საკუთარ დამოკიდებულებას
0- 50- 30- 210
1
2

მოსწავლის თვითშეფასების სქემა
მოსწავლის თვითშეფასების სქემა
        გვარი და სახელი:————————-      ———————-
კრიტერიუმებიდიახნაწილობრივარა
აღვწერ ნამუშევარს, ვაკეთებ ორი ეპოქის კონკრეტული ნიმუშის შედარებით ანალიზს
მივაკუთვნებ ხელოვნების თითოეულინიმუშს  სტილური მახასიათებლებისმიხედვით
ხელოვნების ისტორიის გარკვეულპერიოდის .
ხელოვნების ნიმუშების მიმართ ვასაბუთებ საკუთარ დამოკიდებულებას

სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  წამყვანი მასწავლებელი: ნინო ცარციძე

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (მოქმედი რედაქცია)

  1. კლდიაშვილი ა. ღაღანიძე ნ. ჯაყელი თ. (2012 წ) ხელოვნება   VII კლასი.  გამომცემლობა „კლიო“

3 comments:

  1. გეთანხმები ქალბატონო ნინო მასწავლებელმა სახალისო და მრავალფეროვანი გაკვეთილების წარმართვისთვის ყველაფერი უნდა გავააკეთოთ. მობილური ტელეფონების გაკვეთილზე გამოყენება სიახლეების დანერგვისა და წინსვლის წინაპირობაა და ამას მხოლოდ მაშინ შევძლებთ თუ მოსწავლეს შევთავაზებთ კარგად და საინტერესოდ დაგეგმილ გაკვეთილს.

    ReplyDelete
  2. kahoot.com არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსწავლის ცოდნის, სისხარტისა და ჩართულობის დასადგენად, ძირითადად ტესტირებების დროსაა კარგი გამოყენებადი.

    ReplyDelete
    Replies
    1. საინტერესოა, აუცილებლად გავეცნობი <3

      Delete

ფინური და ესტონური განათლება – ინოვაცია და გამოცდილება

2025 წლის 15 აპრილს გამოქვეყნდა ნინო ცარციძის  სტატია „ფინური და ესტონური   განათლება – ინოვაცია და გამოცდილება „   https://mastsavlebeli.g...